ქორწინება

[ 2011-05-24 ]

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

ქორწინების რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეუღლეება რომ მოახდინონ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება–მოვალეობების რეალიზაცია, აუცილებელია, რომ ოჯახის შექმინის შესახებ გადაწყვეტილება რეგისტრირებული იქნეს მხოლოდ ზემოაღნიშნულ სამოქალაქო რეესტრში.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეკლესიის მიერ შესრულებული ჯვრისწერა, მათ საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ იგივე უფლება–მოვალეობებს ანიჭებს, რასაც რეგისტრირებული ქორწინება (მაგალითად ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, ურთიერთ რჩენის ვალდებულება და სხვა). სამწუხაროდ მათი წარმოდგენა მცდარია.

მართალია, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მესამე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ ამავე მუხლში მითითებულია, რომ ჯვრისწერის აღიარება წარმოებს მხოლოდ  კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც იმას ინშნავს, რომ სანამ საქართველოს კანონმდებლობაში (მათ შორის სამოქალაქო კოდექსში) არ შევა შესაბამისი ცვლილებები, მეუღლეებს საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ზემოაღნიშნული უფლება–მოვალეობები წარმოეშვებათ მხოლოდ სამოქალაქო რეესტრში რეგოსტრირებული ქორწინების შემდეგ.

ვიმედოვნებ, რომ ზემოაღნიშნული საკითხი ახლო მომავალში იქნება დარეგულირებული. მანამდე კი გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გსურთ ისარგებლოთ ყველა იმ უფლება–მოვალეობით, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, სავალდებულოა, რომ თქვენი ქორწინება, ჯვრისწერის პარალელურად დარეგისტრირებული  იქნეს სამოქალაქო რეესტრში.

რუსო პატიაშვილი

 


პუბლიკაციების არქივი

 

ნუცუბიძის ქ 26ა
თბილისი 0177 საქართველო
+995 32 2 142 542
info@lawcompany.ge
lawcompany.ga@gmail.com

 


Copyright© 2012, "იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე". ყველა უფლება დაცულია.   Design by: Zura Miminoshvili
Developed by: www.colibri.ge